სუბსიდირების პარადოქსი: ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკა

სოფლის მეურნეობის სუბსიდირება

წყარო: http://www.frumforum.com/wp-content/uploads/2011/04/farm-subsidies.jpg

დავიწყოთ იმით, რომ ბიზნესის სუბსიდირება თავისთავად პარადოქსია. თუ რატომაა პარადოქსი, ამაში რომ გავერკვეთ,  დაგვეხმარება ბიზნესის ზოგადი განმარტება: ბიზნესი არის ნებისმიერი საქმიანობა, რომლის მიზანია მოგების მიღება. ბიზნესად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა ქუჩაში მზესუმზირის გაყიდვით დაწყებული, მიკროპროცესორების წარმოებით დამთავრებული. მთავარია ეს საქმიანობა მოგების მიღებაზე იყოს ორიენტირებული.

ბიზნესად ვერ ჩაითვლება ისეთი საქმიანობა, რომელიც მოგებაზე არ არის ორიენტირებული და სხვა მიზნებს ისახავს. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი განსაზღვრებიდან გამომდინარე, ვერ ჩაითვლება ბიზნესად, მიუხედავად იმისა რომ მოცემულ პერიოდში შეიძლება მათი შემოსავლები ხარჯებს აჭარბებდეს.

იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესი აქვს მოგება, ის იბეგრება გადასახადით, რაც ბიუჯეტის შემოსავლების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ხოლო ამ შემოსავლებით ფინანსდება ის ხარჯები, რომლებიც აუცილებელია ეკონომიკის გამართული ფუნქციონირებისათვის, მაგრამ მთავრობის ჩარევის გარეშე ეს ხარჯები არ დაფინანსდებოდა. ასეთი ხარჯებია, მაგალითად, ინფრასტრუქტურული ხარჯები, სასამართლოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯები და სხვა.

ყველაფერი აქედან გამომდინარე წამგებიანი ბიზნესისთვის ფულის მიცემა/სუბსიდირება და მისი ,,გადარჩენის” მცდელობა თავისთავად პარადოქსია, რადგან ბიზნესი უნდა იყოს ბიუჯეტის წყარო და არა პირიქით.

სუბსიდირება ხდება სხვადასხვანაირად. ერთ შემთხვევაში ეს შეიძლება გულისხმობდეს უშუალოდ ფულის მიცემას ბიზნესისთვის, სხვა შემთხვევაში კი ეს ხდებოდეს ირიბად. ფული შესაძლოა იხარჯებოდეს არაპირდაპირ, რაიმე სხვა სფეროშიც, მაგრამ ეს ბიზნესს სასათბურე პირობებს უქმნიდეს. ამის კარგი მაგალითია ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკა, იგივე EU Common Agricultural Policy (CAP). Continue reading “სუბსიდირების პარადოქსი: ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკა”

ოფშორული საფინანსო ცენტრების / საგადასახადო სამოთხეების (Tax Havens) როლი მსოფლიო ეკონომიკაში

Tax Havens

წყარო: http://www.escapeartist.com/Special_Reports/What_Is_A_Tax_Haven/Tax_Havens_640.gif

როგორც წესი, ოფშორულ საფინანსო ცენტრად მოიხსენიებენ პატარა, დაბალ-გადასახადებიან ქვეყნებს, რომლებიც ფინანსურ და ბიზნეს მომსახურებას უწევენ უცხო ქვეყნის კომპანიებს. დღესდღეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს რამოდენიმე ათეული ასეთი იურისდიქცია. რადგან ასეთ ქვეყნებში გადასახადები ან ძალიან დაბალია, ან საერთოდ არ არსებობს, ოფშორულ საფინანსო ცენტრებს ზოგჯერ საგადასახადო სამოთხეებსაც (Tax Havens) ეძახიან.

ოფშორული საფინანსო ცენტრების / საგადასახადო სამოთხეების რიცხვს განეკუთვნებიან შემდეგი ქვეყნები: ანდორა, ბაჰამა, ბერმუდა, კაიმანი, კვიპროსი, პანამა, ჯერსი, გერნსი და სხვა მრავალი.

მიუხედავად ცრურწმენებისა ქვეყნებს შორის საგადასახადო კონკურენცია (tax competition) პოზიტიური მოვლენაა, რადგან ის აფერხებს გადასახადების ზრდას, შესაბამისად კი მთავრობის როლის ზრდას ეკონომიკაში, რაც ეკონომიკური ზრდის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს საერთო ვალუტა აქვთ, საგადასახადო კონკურენცია ხდება ევროკავშირის შიგნითაც: გერმანიას მოუწია მოგების გადასახადის განაკვეთის 39%-დან 30%-მდე შემცირება იმის გამო, რომ ირლანდიამ იგივე განაკვეთი 12.5%-მდე შეამცირა. ამან მხოლოდ გააუჯობესა ბიზნეს გარემო როგორ ირლანდიაში, ასევე გერმანიაში.

საგადასახადო სამოთხეები თამაშობენ ძალიან მნიშვნელოვან როლს მსოფლიო ეკონომიკაში. გლობალიზაციის პირობებში, საგადასახადო სამოთხეების არსებობა ზეწოლას ახდენს მთავრობებზე განახორციელონ საგადასახადო რეფორმა და შეამცირონ გადასახადები. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ცენტრების არსებობის პირობებში ხდება ქვეყნიდან ბიზნესების ოფშორინგი საგადასახადო სამოთხეში, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკას აუნაზღაურებელ ზარალს აყენებს. Continue reading “ოფშორული საფინანსო ცენტრების / საგადასახადო სამოთხეების (Tax Havens) როლი მსოფლიო ეკონომიკაში”

მითები შვედეთის ეკონომიკისა და კეთილდღეობის სახელმწიფოს შესახებ

წყარო: http://www.flickr.com/photos/cityvhswm/168145902/

ბოლო დროს სოციალურ ქსელებში, ფორუმებსა და ბლოგებზე ხშირად მოიხსენიება შვედეთი, ერთის მხრივ როგორც სოციალიზმის წარმატებული მაგალითი, მეორეს მხრივ კი სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც მაღალ გადასახადებსა და ხელგაშლილ სოციალურ პოლიტიკას სულაც არ შეუშლია ხელი ამ ქვეყნისათვის, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანად ქცეულიყო.

ამასთანავე შვედეთი განიხილება, როგორც საუკეთესო მაგალითი საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის. არიან ადამიანები, ვისაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში გადასახადები უნდა გაიზარდოს, უმუშევრებმა უნდა მიიღონ უფრო მაღალი დახმარება, მთავრობის როლი ეკონომიკაში უნდა გაიზარდოს, მთავრობამ უნდა გამოავლინოს ეკონომიკის პერსპექტიული სექტორები და სუბსიდირებით წაახალისოს მათი განვითარება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ადამიანები გვთავაზობენ ე.წ. კეთილდღეობის სახელმწიფოს, სადაც ,,ყველა ადამიანს ექნება ღირსეულად შრომის და დასვენების უფლება”. მთავარი არგუმენტი საკმაოდ მარტივად ჟღერს: თუ შვედეთს გამოუვიდა მსგავსი რამ, რატომ არ შეიძლება იგივე საქართველოს გამოუვიდეს?!

მართლაც საკმაოდ მართებული კითხვაა. ნაკლებად ინფორმირებული ადამიანისათვის მთელი ეს ანალიზი საკმაოდ დამაჯერებლად და ლოგიკურად გამოიყურება, თუმცა სინამდვილეში რეალობასთან ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო.

შვედეთში კეთილდღეობის სახელმწიფო (Welfare State) წარმოიშვა მე-20 საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში და სრული/პირვანდელი სახით შენარჩუნდა მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისამდე. არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო 90-იანებში წარმოშობილმა ეკონომიკურმა კრიზისმა, უბიძგა შვედეთის მთავრობას გაეტარებინა რიგი რეფორმები, რამაც საფუძველი დაუდო თავისუფალი ბაზრისკენ ნელ, მაგრამ შეუქცევად შებრუნებას და კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპების მეთოდურ გაუქმებას. ფისკალური პოლიტიკის გარეშე დღეს შვედეთი ბევრად უფრო ლიბერალური ეკონომიკაა, ვიდრე განვითარებული ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა.

შვედეთის ეკონომიკური განვითარება სათავეს იღებს მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან. შვედეთს გააჩნდა ეკონომიკური ზრდისათვის აუცილებელი ძირითადი კომპონენტები: ძლიერი და სამართლიანი სასამართლო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა კანონის უზენაესობას, საკუთრების უფლებების მაღალი დაცულობა, ძლიერი კერძო საბანკო სისტემა, დაბალი ტარიფები საერთაშორისო ვაჭრობაზე და საკმაოდ დაბალი გადასახადები. Continue reading “მითები შვედეთის ეკონომიკისა და კეთილდღეობის სახელმწიფოს შესახებ”

რატომ არ გვინდა მთავრობის როლის გაზრდა ეკონომიკაში

Read My Lipstick - No More Taxes

წყარო: http://0.static.wix.com/media/cf9aaa5e31e69e209b13ffaa79ec2b18.wix_mp

რას ნიშნავს დიდი და ძლიერი მთავრობა? ამ ფრაზაში როგორც წესი მოიაზრება მთავრობა, რომლის წილი ეკონომიკაში დიდია (პირობითად 30% ან მეტი). შესაბამისად დიდია ქვეყნის ბიუჯეტიც, გადასახადები კი მაღალი. მთავრობა არის მსხვილი ეკონომიკური აგენტი. ის თამაშობს აქტიურ როლს ქვეყნის ეკონომიკაში და ტრადიციულ ფუნქციების შესრულებასთან ერთად ეწევა დამატებით საქმიანობასაც: ახდენს ე.წ. სტრატეგიული დარგების სუბსიდირებას, ფლობს წილებს საწარმოებში, ეწევა ხელგაშლილ სოციალურ პოლიტიკას, მუდმივად ზრდის პენსიებს, შეიძლება ახდენდეს ფასების კონტროლსაც. ერთი სიტყვით ასეთი მთავრობა ყოველი მოქალაქის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს.

ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი კარგადაა: სტრატეგიული დარგები, მათ შორის სოფლის მეურნეობა, სუბსიდირდება, მთავრობა ფლობს წილებს საწარმოში და შესაბამისად ,,აკონტროლებს სიტუაციას”, პენსიონრები დიდ პენსიას იღებენ, ხოლო გაჭირვებულები დიდ დახმარებას და რაც ყველაზე მთავარია, ხდება ფასების კონტროლი, რათა ,,ღორმუცელა მონოპოლისტებმა ხალხის ხარჯზე ფული არ გააკეთონ”. თითქოს ამქვეყნიური სამოთხეა არა? სინამდვილეში კი ასეთი პოლიტიკით ქვეყნის ეკონომიკა 2-3 წელიწადში ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დადგება.

რატომ? მოდით მივყვეთ სათითაოდ.

დავიწყოთ სუბსიდირების საკითხით. სოფლის მოსახლეობა საქართველოში მთლიანი მოსახლეობის 40-45%-ს შეადგენს, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა ფლობს მიწის ნაკვეთს და შესაბამისად სუბსიდირების შემთხვევაში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულად ჩაითვლება. როცა საქმე რეციპიენტების ამხელა ჯგუფს ეხება, ეს დიდ ფინანსებს მოითხოვს, რაც თავისთავად მხოლოდ გადასახადების სახით შეიძლება იყოს მოზიდული. გაუძლებს კი ქართული ეკონომიკა ამხელა ტვირთს? ნაკლებად სავარაუდოა. მაღალი გადასახადების დამანგრეველ ეფექტზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ. Continue reading “რატომ არ გვინდა მთავრობის როლის გაზრდა ეკონომიკაში”